ზაზა სარალიძე - ფარული ჩანაწერები, რაც საგამოძიებო კომისიას გადავეცი, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მივიტანე
ზაზა სარალიძე - ფარული ჩანაწერები, რაც საგამოძიებო კომისიას გადავეცი, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მივიტანე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი არასრულწლოვანის ფარული ჩანაწერი გადასცა.

„ის ფარული ჩანაწერები, რაც საგამოძიებო კომისიას გადავეცი, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიტანე. ჩემს წარმოდგენილ მტკიცებულებებზე ოფიციალური დოკუმენტაცია გავაფორმეთ და რაღაც დეტალებზე ვისაუბრეთ. ეს არის ჩანაწერი იმ არასრულწლოვნებთან, რომელიც შსს-ს და საგამოძიებო კომისიასაც წარვუდგინე. უბრალოდ მოსული ვიყავი, რომ ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მისცემოდა“,- განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მასალები საქმეს დაერთვება.

დატოვე კომენტარი