ზაზა სარალიძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
ზაზა სარალიძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ზაზა სარალიძე საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის გაშლის ხელშეშლის ფაქტი.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლა განხორციელდა, კერძოდ, მათ დაემუქრნენ დაკავებით.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, გენერალურ პროკურორს სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გაესაუბრებიან.