ზაზა სარალიძე - ჩემი შვილის საქმეზე გამოძიებამ არაფერი გააკეთა, მკვლელები არ დაიჭირა
ზაზა სარალიძე - ჩემი შვილის საქმეზე გამოძიებამ არაფერი გააკეთა, მკვლელები არ დაიჭირა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე მკვლელები არ დაიჭირეს.

„გამოძიებამ არაფერი გააკეთა, მკვლელები არ დაიჭირა. მე რა ინფორმაციაც მქონდა, ყველაფერი ნათქვამი მაქვს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ კომისია ახალ დეტალებს გაარკვევს, სარალიძე ამბობს: “მოლოდინი რომ არ მქონდეს – არ ვითანამშრომლებდი.”

სარალიძის თქმით, ის ისევ უნდობლობას უცხადებს კომისიის წევრ ეკა ბესელიას. “კარგია, რომ მომეცა საშუალება პირადად შევხვდე და ვუთხრა, რაზეც ვარ განაწყენებული. პოლიტიკურ ჭრილში რომ გადაიტანა ჩემი შვილის საქმე, ამაზე ვარ განაწყენებული”,- განაცხადა სარალიძემ.

ეს განცხადებები ზაზა სარალიძე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.  საგამოძიებო კომისიის წევრები ზაზა სარალიძესა და კიდევ ერთი მოკლული არასრულწლოვნის მამას, დავით დადუნაშვილს უსმენენ.