ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შალვა თადუმაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას დაპირდა
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შალვა თადუმაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას დაპირდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძეს ახალი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე შეხვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ განუცხადა, რომელიც პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

სარალიძის თქმით, მთავარი პროკურორი მას დაპირდა, რომ საქმის გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანს.

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქმის მწარმოებელი პროკურორები არ გამოცხადდნენ, რის გამოც, სამართლებრივ დეტალებზე ვერ ისაუბრეს.

სარალიძის თქმით, შეხვედრა ახალ მთავარ პროკურორთან კონსტრუქციული იყო.