ზაზა ოქუაშვილი - მე ვარ ყველაზე დიდი ინვესტორი ბრიტანეთიდან საქართველოში
ზაზა ოქუაშვილი - მე ვარ ყველაზე დიდი ინვესტორი ბრიტანეთიდან საქართველოში

მე ვარ ბრიტანეთის მოქალაქე და ვარ ყველაზე დიდი ინვესტორი ბრიტანეთიდან საქართველოში, ეს სტატუსი მაქვს მონიჭებული,- ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ოქუაშვილმა აღნიშნა, მადლობელია ბრიტანეთის ელჩის, რომელმაც  “მათ დიპლომატიური მხარდაჭერა გამოუცხადა”.

„მადლობა მინდა გამოვთქვა ბრიტანეთის ელჩისადმი, რომელმაც თავის გამოსვლაში მხარი დაგვიჭირა დიპლომატიურად“,- განაცხადა ოქუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდა თუ არა ლევან ყიფიანის ვერსიას, რომ ოქუაშვილს ჩანაწერები და ყიფიანის სახელი და გვარი ბრიტანეთში ინვესტორებთან გამოადგებოდა, ოქუაშვილი პასუხობს:

„არ ვიცი, რანაირი გვარიშვილია ასეთი ლევან ყიფიანი, მით უმეტეს  – ინგლისისთვის“.