ზაზა ნადირაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მინისტრმა მიულოცა
ევროპის ჩემპიონ ზაზა ნადირაძეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა ევროპირველობაზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მოახლოებული შეჯიბრებების შესახებ ესაუბრა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი კანოისტის ზაზა ნადირაძის ტრიუმფით დასრულდა. ნადირაძემ 200 მეტრზე სპრინტში ასპარეზობა შესარჩევი ეტაპიდან დაიწყო, შვიდ მონაწილეს აჯობა და ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალშიც შესანიშნავად იასპარეზა და 39.200 წამში დაფარა დისტანცია, რის შედეგადაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მეორე ადგილი დაიკავა რუსმა კანოისტმა ივან შტილმა (39.224), ხოლო მესამე ადგილზე ბელარუსის წარმომადგენელი არტემ კოზირი გავიდა (39.468). ნადირაძემ 2017 წელს ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. შარშანდელ ევროპირველობაზე ქართველმა კანოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზაზა ნადირაძეს ეწარმატება მინისტრმა მიულოცა.ბელარუსში დაგეგმილი ევროპ ევროპული თამაშების – მინსკი 2019-ის ლიცენზიაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ევროპული თამაშების ლიცენზიის მფლობელი კიდევ ერთი ქართველი კანოისტი, ბადრი ყაველაშვილიც გახდა.