ზაზა ნადირაძე ნიჩბოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა
ზაზა ნადირაძე ნიჩბოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა

ქართველი სპორტსმენი ზაზა ნადირაძე პორტუგალიაში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა.

ზაზა ნადირაძე კანოეში 200 მეტრიან დისტანციაზე პლანეტის საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლა, ფინიშის ხაზზე კანოე ამოუტრიალდა, თუმცა შედეგი მაინც დააფიქსირა და საერთო ჩათვლაში მეოთხე პოზიცია დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი ასპარეზობდა. კაიაკით გაცურვაში ბადრი ყაველაშვილი ცხრა საუკეთესოს შორის მოხვდა, თუმცა ფინალური შეჯიბრი მეცხრე ადგილით დაასრულა.