ზაზა ნადირაძე ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია [ვიდეო]

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე Red Bull Vizisprint-ზე, სადაც მიწვეული მხოლოდ ტიტულოვანი სპორტსმენები იყვნენ, სპორტსმენმა ორი გაცურვა ზედიზედ მოიგო, ფინალში გავიდა და გადამწყვეტი პაექრობაც წარმატებით დაასრულა.