ზაზა ლომინაძე - მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია
ზაზა ლომინაძე - მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გუგუნავასა და სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს.

„გუგუნავას და სულხან-საბას ქუჩებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც ცენტრალურ ქუჩებს, ასევე შიდა კვარტალურ გზებს, მოწესრიგდა სანიაღვრეები, კორპუსების ეზოები, სკვერები.

ამ უბნების მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანაპირები იყოს რეალური. მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

დატოვე კომენტარი