ზაზა ხუციშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მამრავლებად გაყოფა ტაქტიკური სვლა იყო
ზაზა ხუციშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მამრავლებად გაყოფა ტაქტიკური სვლა იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მამრავლებად გაყოფა ტაქტიკური სვლა იყო.

ზაზა ხუციშვილი ყოფილი თანაგუნდელების მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაირკვა, რომ მათ ერთი იდეა აქვთ.

„გუნდში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს. როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ 21 დეპუტატი გამოეყო, სააკაშვილის მმართველობას ყველანაირი ვადა გაუვიდა. ეს ადამიანი აცდენილია სწორ, სახელმწიფოებრივ აზროვნებას. რას გვთავაზობენ, ასეთ ადამიანს უნდათ სახელმწიფო ჩააბარონ? კარგია, რომ საზოგადოებამ გაიგო, საქმე ვისთან გვაქვს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ხუციშვილის თქმით, მოსახლეობას მათი გადაწყვეტილება არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს.

საპირწონეზე რა დევს – დახოცილი ახალგაზრდები, შელახული ღირსება, მედიის კონტროლი და ა.შ. მეორე მხარეს ძალა დგას, რომელმაც შეიძლება დაპირებების ნაწილი ვერ შეასრულა და ეკონომიკური მდგომარეობა სასურველი არ არის, მაგრამ ამას მოსახლეობა შეაფასებს. ამ ადამიანებს ძალაუფლების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. დამტკიცდა, რომ „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი ცალკე მაღალი არ არის, დავით ბაქრაძის პიროვნული რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე პარტიის”, – განაცხადა ხუციშვილმა.