ზაზა ხუციშვილი – კანაფის კულტივირების კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია და საზოგადოების ჩართულობის გარეშე საკითხი არ გადაწყდება

11:06, 09.10.2018

კანაფის კულტივირების კანონპროექტის განხილვა არის შეჩერებული და მომავალში ჩვენ დავდეთ პირობა, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება განცხადებები, თითქოს ვინმე ჰპირებდა მარიხუანას, როგორც ნარკოტიკული პროდუქტის წარმოებას, ეს არის გამორიცხული.

„თავიდანვე არასწორად იყო ეს საკითხი მოწოდებული, თითქოს ვიღაცა აპირებს მოსაწევი პროდუქტის წარმოებას. კანაფის კულტივირების კანონპროექტის განხილვა არის შეჩერებული და მომავალში ჩვენ დავდეთ პირობა, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მსგავსი