ზაზა გოგავა - აფერუმ, დედაკაცო, შეგვიძლია, ვთქვათ გიული ალასანიაზე
ზაზა გოგავა - აფერუმ, დედაკაცო, შეგვიძლია, ვთქვათ გიული ალასანიაზე

წარმოუდგენელია, შვილი გყავდეს პუტინის ტყვეობაში და ესე მედგრად იდგე. აფერუმ, დედაკაცო, შეგვიძლია, ვთქვათ გიული ალასანიაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულმა, ზაზა გოგავამ პარტიის თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ცოტა ძნელია, გამოხვიდე დარბაზში, სადაც წაიკითხეს უმაღლესი მთავარსარდლის გულმხურვალე მიმართვა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია, ის ამ სახელით მოვიხსენიო, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი. ქალაქ თბილისის თავზე ყველა თქვენგანს ყოველდღიურად შეგინიშნავთ ქართველი დედის, ქართლის დედის ქანდაკება. წარმოუდგენელია, შვილი გყავდეს პუტინის ტყვეობაში და ესე მედგრად იდგე, აჩვენებდე თავგანწირვას, აჩვენებდე გარედან მხნეობას პუტინის პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს. აფერუმ, დედაკაცო, შეგვიძლია, ვთქვათ გიული ალასანიაზე“, – განაცხადა გოგავამ.

ზაზა გოგავას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავას კანდიდატურა ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.