ზაზა გახელაძის დედა - დაგვირეკეს სუს-იდან და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია
ზაზა გახელაძის დედა - დაგვირეკეს სუს-იდან და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტური​ს განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ოჯახს შეატყობინეს, რომ გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ვიცით, რომ ზაზა გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გადაიყვანეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ჰყავს სახაზინო ადვოკატი. ის აღარ შეგვხმიანებია. ვიცით, რომ ორთვიანი შეუფარდეს. წითელი ჯვარი იყო, დავუწერე წერილი და იმედია, შეუტანენ. წითელი ჯვარი ვერ შედიოდა საკარანტინო პირობების გამო. იმედია, ახლა შევლენ. ჯერ წითელ ჯვარს დასტური ოსური მხრიდან არ მიუღია. ველოდებით 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრას, რა გადაწყდება მოლაპარაკებებით ახლა ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,- განაცხადა დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.