ზაზა გახელაძე - ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა
ზაზა გახელაძე - ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა

დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა, – ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს 8 მაისს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდებოდა.