ზაზა გაბუნია შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას ნაჩქარევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს
ზაზა გაბუნია შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას ნაჩქარევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას ნაჩქარევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. როგორც ჟურნალისტებს გაბუნიამ განუცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს.

„ეს სუფთა პოლიტიკური არჩევანია იმისათვის, რომ საკუთარი უფლებამოსილებები იმგვარად გამოიყენოს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წელს აწყობს. პრეზიდენტის მხრიდან არათანმიმდევრულ დამოკიდებულებას ვხედავთ, რადგან მას ამის გაკეთება წინა წლებშიც შეეძლო. მისი ამ დამოკიდებულების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. კალენდარულად პოლიტიკური წელი მოახლოვდა და მარგველაშვილის მხრიდან მზადებას ვხედავთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები პოლიტიკური თვალსაზისით გამოიყენოს, რადგან თუ ჰუმანიზმზეა საუბარი, მას შეეძლო, ეს არასაპრეზიდენტო წელს გაეკეთებინა. ნაჩქარევი და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული“ – განაცხადა გაბუნიამ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების წესში ცვლილებები შედის და უფრო ჰუმანური ხდება. როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტისა.