ზაზა გაბუნია - პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვა არ გამოვა
ზაზა გაბუნია - პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვა არ გამოვა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, მიუხედავად ბანაკურ-პარტიული კუთვნილებისა, უბრალოდ ადგებოდა და მიულოცავდა პრემიერს ამ წარმატებულ ვიზიტს.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რადგან მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავარი პარტნიორის დედაქალაქში წარმოადგენს სახელმწიფოს, მის ინტერესებსა და ამ თვალსაზრისით ვიზიტის ფარგლებში ჩანს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება.

„ეს არის ტესტი პოლიტიკოსებისთვის, რადგან თუ არის მცდელობა ამ ვიზიტის დაკნინების, გამოდის, რომ ეს არის იმ დადებითი შედეგების დაკნინების მცდელობაც, რაც ქვეყანამ მიიღო. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ „საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას“ და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. მაიკ პომპეომ ხაზგასმით დაუჭირა მხარი საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, აგრეთვე საპარლამენტო კონტროლის მოდელს, რომელიც წარმატებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ მოგვცა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, რომელსაც აქვს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი მხარდაჭერა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.