ზაზა გაბუნია - ნარკომომხმარებლების მიმართ ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიული აქცენტები უნდა გამოირიცხოს
ზაზა გაბუნია - ნარკომომხმარებლების მიმართ ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიული აქცენტები უნდა გამოირიცხოს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ნარკომომხმარებლების მიმართ ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიული აქცენტები უნდა გამოირიცხოს.

როგორც ჟურნალისტებს გაბუნიამ განუცხადა, ყველა მნიშვნელოვან საკითხში ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა არავის არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ის პარტიის თავმჯდომარეა.

„გაფართოებულ ფორმატში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მსჯელობა ნიშნავს იმას, რომ ნარკოპოლიტიკას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ნარკომომხმარებლების მიმართ მკაფიო დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და გვაქვს კიდეც. ეს არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ნარკომომხარებელთა მიმართ ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიული აქცენტები უნდა გამოირიცხოს, მაგრამ მეორე მხრივ, ნარკოპოლიტიკა მკაფიო აქცენტებს, ხაზებს და პოლიტიკას საჭიროებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ვებრძოლოთ ნარკორეალიზაციას, უაღრესად სახიფათო გამოწვევაა. ამას კონსოლიდირებული ბრძოლა სჭირდება. ჩვენ ვიმსჯელებთ, საპარლამენტო გუნდმა რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევა დაძლეული იყოს და საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი ისეთი იყოს, რომ პრობლემები რაც არის დავძლიოთ და იმ კითხვებს ვუპასუხოთ, რაც არსებობს”, – დასძინა გაბუნიამ.