ზაზა გაბუნია - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის სრულფასოვანი ტოლობის ნიშანია მას შემდეგ, რაც ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე არ მოვიდნენ
ზაზა გაბუნია - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის სრულფასოვანი ტოლობის ნიშანია მას შემდეგ, რაც ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე არ მოვიდნენ

პარადოქსულია მოსაზრება განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსი“, რომელთა შორის სრულფასოვანი ტოლობის ნიშანია მას შემდეგ, რაც ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე არ მოვიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„პარადოქსულია მათი და მათი სატელიტი რამდენიმე წვრილი პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის მოსაზრება. ისინი იმ საარჩევნო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ, რომელზე გადასვლაც მათი მთავარი მოთხოვნა იყო. ეს პოლიტიკური ჯგუფები დროსა და სივრცეში აცდენილია და სრულიად პარადოქსულ პოლიტიკურ სვლებს აკეთებენ, რითაც პრიმიტიულ, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან საშიშ ტენდენციას აჩვენებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ და მათი მიზანი რევოლუციური დღის წესრიგია – მოვლენების ესკალაცია, დაძაბულობის ხელშეწყობა და ა.შ. ამიტომ, ისინი მიდიან იმაზე, რაზეც მთელ თავიანთ რიტორიკას და დღის წესრიგს აგებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად, ისინი პროპორციული სისტემის დისკრედიტაციას ეწევიან“, – განაცხადა გაბუნიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ხელისუფლებამ ბლოკების შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალოს და მათი შექმნის შესაძლებლობა დაუშვას, ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ ნულოვანი ბარიერი ბლოკების არსებობას გამორიცხავს, რაც ქრესტომათიული საკითხია. 

„იმიტომ, რომ თუ ბლოკზე სადმე უფრო მაღალი ბარიერია დაწესებული, იქ პროპორციული სიით შესვლაზეც არ არის ნულოვანი ბარიერი და იქაც გარკვეული ბარიერი არსებობს. ასე რომ, რადგან შემოთავაზებაა, ნულოვანი იყოს, ეს თავისთავად გამორიცხავს ბლოკების არსებობას. მეორე, ამ მოთხოვნით ეს პარტიები უბრალოდ, საკუთარი პოლიტიკური სისუსტის დეკლარირებას ახდენენ, რადგან თუ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს იმედი, 15 000 ხმა აიღოს, ვფიქრობ, მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, არის უამრავი შემთხვევა, როცა ბლოკები ფიქტიურად ყალიბდებოდა, ეს პარტიები არჩევნებისთვის იქმნებოდა და მერე, ისინი ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ოდენობით დაფინანსებას იღებდნენ, ხელისუფლება კი მათ შორის, საბიუჯეტო რესურსების ყაირათიანად ხარჯვაზეა პასუხისმგებელი.

„ეს აღკვეთილ უნდა იქნას. საქართველოში უამრავი პარტიაა, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ ისინი ბლოკში იყვნენ, ამომრჩეველს ხმა მათთვის პირდაპირ არ მიუცია და ისინი ძალიან ბევრ პრივილეგიას იყენებენ, მათ შორის, დიდ დაფინანსებას იღებენ. ასე რომ, ხელოვნურობა და ფიქტიურობა უნდა გამოირიცხოს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.