ზაზა გაბუნია - მამუკა ბახტაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრაზე სახელმწიფოთაშორისი კავშირის ძლიერი პერსპექტივები გამოჩნდა
ზაზა გაბუნია - მამუკა ბახტაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრაზე სახელმწიფოთაშორისი კავშირის ძლიერი პერსპექტივები გამოჩნდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრას აფასებს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამერიკის პოლიტიკურ, სამოქალაქო და ბიზნესელიტასთან პრემიერის შეხედრების შემდეგ, სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრა სრულყოფს ვიზიტს და აჩვენებს ძლიერ პარტნიორობას ორ სახელმწიფოს შორის.

„მამუკა ბახტაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრაზე სახელმწიფოთაშორისი კავშირების ძლიერი პერსპექტივები გამოჩნდა ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.