ზაზა გაბუნია – ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი გუნდის მიმართ „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე ბრალდებები არის სრული ფალსიფიკაცია 

14:40, 05.10.2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის ჩანაწერებზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას ეხმიანება, რომლის მიხედვით მედიაში გასული ჩანაწერები არ არის ავთენტური და დამზადებულია მონტაჟის გზით.

„ახლა როცა ვხედავთ, ექსპერტიზის ბიურო ადგენს საკითხზე სინამდვილეს, რომ მედიაში გასული ჩანაწერები არ არის ავთენტური და დამონტაჟებულია, აჩვენებს, რომ იყო მცდელობა საარჩევნო პროცესებზე ფასლიფიკაციისა და თავხედური ტყუილების ნიაღვარით მოეხდინათ გავლენა”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.

მსგავსი