ზაზა გაბუნია - პრეზიდენტის თანამდებობაზე უპარტიო, აპოლიტიკური ადამიანია საჭირო და სწორედ ამგვარ პრინციპს ვუჭერ მხარს
ზაზა გაბუნია - პრეზიდენტის თანამდებობაზე უპარტიო, აპოლიტიკური ადამიანია საჭირო და სწორედ ამგვარ პრინციპს ვუჭერ მხარს

პრეზიდენტის თანამდებობაზე უპარტიო, აპოლიტიკური ადამიანია საჭირო და სწორედ ამგვარ პრინციპს ვუჭერ მხარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, პრეზიდენტის თანამდებობა პარტიულ-პოლიტიკური შინაარსის არ უნდა იყოს.

„ბოლო რამდენიმე წელია პრეზიდენტის ინსტიტუტი გულისხმობს ზეპარტიულ ინსტიტუტს. მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეს ვერ აჩვენა და დღეისათვის გამოწვევა რჩება. სწორედ უპარტიო და აპოლიტიკური ადამიანია საჭირო ამ თანამდებობაზე და სწორედ ამგვარ პრინციპს ვუჭერ მხარს. ნელნელა ეს პრინციპი უნდა დავამკვიდროთ, რადგან საჭიროა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე განხილვისას არამგონია ერთადერთი სახელი და გვარი იყოს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის თანამდებობა პარტიულ-პოლიტიკური შინაარსის არ უნდა იყოს და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, თუ ვინ იქნება ასეთი „დიმიტრი გელოვანი“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.