„ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდულ ტურნირზე იასპარეზებს #1TVSPORT
„ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ გახდა პირველი საკალათბურთო აკადემია რეგიონში, რომელიც 25 მარტიდან ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდულ ტურნირზე (Adidas Next Generation Tournament) მიიღებს მონაწილეობას, რაც დიდი წარმატება, როგორც აკადემიისთვის, ასევე ქართული კალათბურთისთვის, რადგან ეს იქნება ჩვენი მონაწილეობის პირველი პრეცედენტი.
Euroleague Basketball Next Generation Tournament ყოველწლიური ტურნირია, რომელიც 2002 წლიდან იმართება და მისი გენერალური სპონსორი კომპანია Adidas-ია. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ევროპის საუკეთესო სპორტული ფრენჩაიზების 18-წლამდელთა გუნდები.
2020-2021 წლების სეზონზე, რომელსაც ვალენსია მასპინძლობდა მონაწილეობას იღებდნენ: U18 Fc Bayern Munich, U18 Crvena Zvezda Belgrade, U18 Tofas Bursa, U18 Valencia Basket, U18 Mega Mozzard Belgrade და სხვა გუნდები, სადაც ტურნირის ისტორიაში მესამედ გამარჯვება ესპანურმა Real Madrid-მა მოახერხა
აკადემიის გუნდი ჩაერთვება რიგით მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალაქ პატრასში, საბერძნეთი. თითო საკვალიფიკაციო ჯგუფში არის რვა გუნდი, შვიდი კლუბი ან აკადემია, ხოლო ერთი მონაწილე არის აუცილებლად Next Generation Team – რომელიც სპეციალურად შექმნილია „ადიდასის“ მიერ. ყველა საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს გარანტირებულ ადგილს ფინალში.
25 მარტის თამაშები:
U18 FC BARCELONA vs. U18 ZPA TBILISI
U18 ZPA TBILISI vs. U18 MACCABI TEL AVIV
26 მარტის თამაშები:
U18 OLYMPIACOS PIRAEUS vs. U18 ZPA Tbilisi
ჩვენი გუნდი პატრასში რუსულ CSKA-ს ჩაანაცვლებს.
კალენდარს გაეცანით ბმულზე.