ზაზა დავითაია - სააკაშვილო, შენ ახლა რა პირობებშიც იმყოფები, ეს არის ის ქვეყანა, რომელიც შენს მერე შეიქმნა, როცა საკანში არ გივარდებიან, არ გლეწავენ და ტუმბოში შვილების დამალული სურათების შეჭმას არ გაიძულებენ
ზაზა დავითაია - სააკაშვილო, შენ ახლა რა პირობებშიც იმყოფები, ეს არის ის ქვეყანა, რომელიც შენს მერე შეიქმნა, როცა საკანში არ გივარდებიან, არ გლეწავენ და ტუმბოში შვილების დამალული სურათების შეჭმას არ გაიძულებენ

მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს, უნდა ძრწოდეს შიშით, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა დავითაიამ რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

მისი თქმით, აქციაზე არიან არა მხოლოდ იმისთვის, რომ წარსული გაიხსენონ, არამედ საქართველოში აღარასოდეს უნდა განმეორდეს ფაშიზმი და დიქტატურა.

„ქართველო ერო, მადლობა მობრძანებისთვის მართლა სპონტანური აქციაა. ახლა, როცა ძალიან მწირი რესურსები გვაქვს იმის, რომ ერთმანეთთან და ქართველ საზოგადოებასთნ მჭიდრო კონტაქტები ვიქონიოთ, ამის მიუხედავად, ერთ განცხადებაზე, ფეისბუქით სულ რამდენიმე გაცხადებული პოსტის შემდეგ ამდენი ადამიანი მოვიდა, არ ვთვლი, რომ ეს ძალიან ბევრია, თუმცა ერთი დაძახების კვალობაზე არც ძალიან ცოტაა. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ აქ მყოფი საზოგადოება მოიყვანა არა რომელიმე კონკრეტულმა სახელმა და გვარმა, არამედ იმ ცრემლმა და სისხლმა, რომელიც ამ მტარვალმა დაღვარა. პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს, უნდა ძრწოდეს შიშით. დღეს აქ ვართ 4-5 ათასი ადამიანი. მთელი საქართველო აქ მოვალთ. ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი. მიშა, მოვედით.

სააკაშვილო, ვიცი, რომ გესმის შე ჯალათო. ძალიან ვწუხვარ, ჩვენს პოლიტპატიმრებს ცოტა მეტი ტრიბუნა გვაქვს, ვიდრე თითოეულ თქვენგანს, რომელსაც შეიძლება, ჩვენზე მეტი ცრემლი და სისხლი გაქვთ დაღვრილი იმ მძიმე რეჟიმის დროს. თქვენს იმ ცრემლისა და სისხლის წვეთებს ვენაცვალე. შენგან დათრგუნული ადამიანები მოვიდნენ. მათი რისხვა, როგორც მთიდან ზვავი ისე გორდება და წალეკავს სრულიად ფაშიზმს, დიქტატურას და ფაშიზმის ყოველ გამოვლინებას. აქ ვართ არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავიხსენოთ წარსული, არამედ საქართველოში ფაშიზმი და დიქტატურა არასოდეს აღარ განმეორდეს.

12 ადამიანი დაგვიჭირე შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებით. ამდენი ადამიანის წინაშე ძალიან მრცხვენია, რომ ეს შეთქმულება და შეიარაღებული გადატრიალება ბუნებაში არ ყოფილა და არც მისი ჩანაფიქრი არ ყოფილა. მე მრცხვენია, ნეტავ ყოფილიყო, ნეტავ დაგვემხე, ნეტავ საქართველოსთვის სისხლისა და ცრემლების ტბები აგვეცილებინა, მაგრამ შენ ციხეში გამოგვამწყვდიე 12 ადამიანი, სრულიად უდანაშაულო, მათ შორის ქალი, სამი შვილის დედა მაია თოფურია, რომელსაც თითოეული ჩვენგანივით წაართვი შვილების მოალერსების, მათთვის გაკვეთილის სწავლების, ყოველდღიური ურთიერთობის სიამოვნება, ყოველდღიური დედაშვილური ურთიერთობა წაართვი და არც კი შეგრცხვა, რომ სრულიად უდანაშაულო ქალს აპატიმრებდი. სააკაშვილო, შენ ახლა რა პირობებშიც იმყოფები, აი, ეს არის ის ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც შენს მერე შეიქმნა, რომელსაც ახლა შენ დიქტატურას ეძახი, ის სახელმწიფო გაქვს ახლა კამერაში. როცა არავინ გეხება, როცა საკანში არავინ გივარდება, როცა არ გლეწავენ, როცა ტუმბოში დამალული და მიჩქმალული შენი შვილების სურათებს არ ხევენ და მის შეჭმას არ გაიძულებენ, როცა ხელებს ზურგს უკან არ გიკრავენ, როცა გაუპატიურებას არ გიპირებენ“, – განაცხადა ზაზა დავითაიამ.