ზაზა დარასელის სახელობის მედიატურნირის მეორეადგილოსანი პირველი არხის გუნდი გახდა

17:14, 20.06.2018

ზაზა დარასელის სახელობის მედიატურნირის მეორეადგილოსანი პირველი არხის გუნდი გახდა. ტურნირი სპორტკომპლექს „არენაზე“ გაიმართა.

ტურნირის ფინალში პირველი არხის გუნდი ტელეკომპანია „იმედთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო კი 3:3 დასრულდა. პირველი არხის გუნდიდან მოწინააღმდეგის კარში კობა კოჩაძემ, კოტე მიგინეიშვილმა და ოთარ აბრამიშვილმა გაიტანეს.

ზაზა დარასელის სახელობის ყოველწლიური მედიატურნირი წელს 18-ედ ჩატარდა. პირველი არხის გუნდი ტურნირის მრავალგზის გამარჯვებულია.

მსგავსი