ზაზა ბოხუამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ზაზა ბოხუამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ზაზა ბოხუამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბოხუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვინ შეცვლის ზაზა ბოხუას, სამინისტროში ამ თემაზე ჯერ არ საუბრობენ.

ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ჰყავს – თამარ გაბუნია, თამარ ბარკალაია, გიორგი წოწკოლაური და თეა ახვლედიანი.

დატოვე კომენტარი