ზაზა ბიბილაშვილი - პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო უნდა დაადოს, რადგან კანონი მედიაგარემოს გაუარესებისკენ არის მიმართული
ზაზა ბიბილაშვილი - პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო უნდა დაადოს, რადგან კანონი მედიაგარემოს გაუარესებისკენ არის მიმართული

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო უნდა დაადოს, რადგან კანონი მედიაგარემოს გაუარესებისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა ჟუანალისტებს განუცხადა.

„ეს კანონი საქართველოში მედიაბაზრის განვითარების წინააღმდეგაა მიმართული. ყველა კერძო ტელევიზიას ურტყამს და საზოგადოებრივ მაუწყებელს მაშინ აძლიერებს, როდესაც მაუწყებელს ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი დაფინანსება უკვე მიღებული აქვს. ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით რეკლამის მიღების საშუალება მაშინ ეძლევა, როდესაც ეს სარეკლამო ბაზარი ისედაც მცირეა და ყველა კერძო ტელევიზიაზე იყოფა. ბუნებრივია, ეს უსამართლოა, მედიაგარემოს გაუარესებისკენ მიმართული და პრეზიდენტმა ამ კანონს ნამდვილად ვეტო უნდა დაადოს“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ ვეტოს დაადებს, დღეს გახდება ცნობილი.