ზაზა ბიბილაშვილი - მოპარული არჩევნების შედეგად „გამარჯვებულს“ პრეზიდენტობას ულოცავენ საქართველოს მეგობრები, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მესამედ ვდგავართ ასეთი მხუთავი უსამართლობის წინაშე
ზაზა ბიბილაშვილი - მოპარული არჩევნების შედეგად „გამარჯვებულს“ პრეზიდენტობას ულოცავენ საქართველოს მეგობრები, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მესამედ ვდგავართ ასეთი მხუთავი უსამართლობის წინაშე

მოპარული არჩევნების შედეგად „გამარჯვებულს“ პრეზიდენტობას ულოცავენ საქართველოს მეგობრები, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მესამედ ვდგავართ ასეთი მხუთავი უსამართლობის წინაშე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მესამედ ვდგავართ ასეთი მხუთავი უსამართლობის წინაშე:

პირველად, როცა რუსეთმა გოგა ხაინდრავასნაირების ხელით მართლა სისხლიანი კალო მოაწყო ქვეყანაში, ნახევარი საქართველო ააოხრა და, ამ დროს, უცხოელი პოლიტიკოსები შევარდნაძის მხარდამხარ იცინოდნენ, როგორც თავად შევარდნაძე იცინოდა რაზუმოვსკისთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილის მერე.

მეორედ, როცა 2008 წლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა, ანუ მტრისათვის მეორე ლოყის მიშვერა – არა, კიდევ უარესი – მტრისათვის მოყვრის დაძახება გადაწყვიტა. თან ისე, რომ რუსეთს არაფერი შეუცვლია.

და მესამედ ახლა, როცა ამ აშკარად მოპარული არჩევნების შედეგად „გამარჯვებულს“ პრეზიდენტობას ულოცავენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან. ამაზე მეტი რა უნდა ექნა ივანიშვილს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ეცნო დასავლეთს, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები „უსამართლო“ იყო?

როგორ შეიძლება “უსამართლო” იყოს ლეგიტიმური?!“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქზე“.