ზაზა ბიბილაშვილი კელი დეგნანზე - ელჩს, რომელსაც ორი წელი ველოდით, არ სცალია, რადგან ღარიბაშვილთან ან თურნავასთან ერთად ხსნის წინასაარჩევნოდ ობიექტს
ზაზა ბიბილაშვილი კელი დეგნანზე - ელჩს, რომელსაც ორი წელი ველოდით, არ სცალია, რადგან ღარიბაშვილთან ან თურნავასთან ერთად ხსნის წინასაარჩევნოდ ობიექტს

ელჩს, რომელსაც ორი წელი ველოდით, არ სცალია, რადგან ღარიბაშვილთან, ან თურნავასთან ერთად ხსნის წინასაარჩევნოდ ობიექტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ბიბილაშვილი ფეიქბუქპოსტში საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს.

„ამერიკელების დეკლარირებული მიზანია, არ დაუშვან (ან მაქსიმალურად შეამცირონ) რუსეთის ჩარევა ქართულ არჩევნებში. ხოდა, რა მაინტერესებს – რასაც ახლა უყურებენ კარტოგრაფების საქმეზე, ეგ: (ა) არ მიაჩნიათ რუსულ ჩარევად; (ბ) მიაჩნიათ, მაგრამ ენდობიან „ოცნების“ უახლეს სახეებს, რომ თემის „პოლიტიზება“ უადგილოა; თუ (გ) უბრალოდ, ელჩს – ორი წელი რომ ველოდით, იმას – არ სცალია, რადგან ღარიბაშვილთან ან თურნავასთან ერთად მორიგ ობიექტს ხსნის წინასაარჩევნოდ, მედიის თანდასწრებით?“,- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „დავით გარეჯი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია, მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რაიმე სახის განცხადება გავაკეთო“. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი.