ზაზა ბიბილაშვილი - ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე პარტიაზე მეტი თუ ნაკლები შედეგის დადება
ზაზა ბიბილაშვილი - ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე პარტიაზე მეტი თუ ნაკლები შედეგის დადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები, წინა კვლევებთან შედარებით, გაზრდილია, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან.

„მიუხედავად ამისა, ეს არ გვაძლევს კმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე პარტიაზე მეტი თუ ნაკლები შედეგის დადება. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრებისა და მომავლის იმედის დაბრუნება. ამას კი ვერ გავაკეთებთ, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, – აცხადებს ბიბილაშვილი.

მისი თქმით, პარტია გააძლიერებს მოქალაქეებთან მუშაობას, რათა ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს.