ზავი „რუსთავისა“ და „სიონის“ ​შეხვედრაში - გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს
ზავი „რუსთავისა“ და „სიონის“ ​შეხვედრაში - გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს

ქვემო ქართლის გუნდების, „რუსთავისა“ და ბოლნისის „სიონის“ შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართა და საინტერესოდ წარიმართა, იყო ინციდენტიც, საბოლოოდ კი, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-14 ტურის მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე ანგარიში რუსთაველთა ნახევარმცველმა ზაზა ციცქიშვილი გახსნა. 43-ე წუთზე, ბოლნისელთა მცველმა სანდრო გურეშიძემ წონასწორობა ლამაზი თავური დარტყმით აღადგინა 1:1.

48-ე წუთზე ციცქიშვილმა დუბლი შეასრულა და „რუსთავი“ კიდევ ერთხელ დააწინაურა. თუმცა, „სიონის“ თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ 76-ე წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.

მე-80 წუთზე შეხვედრა ორიოდე წუთით შეჩერდა – მიზეზი ტრიბუნაზე გუნდების გულშემატკივრებს შორის მომხდარი ინციდენტი იყო. მაგრამ საბოლოოდ, ეს ინციდენტი ამოიწურა – ვითარება სტადიონის დაცვამ განმუხტა.