ზაურ დარგალი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი გუნდის ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია მოქალაქის კეთილდღეობაზე, უფრო გაძლიერდეს
ზაურ დარგალი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი გუნდის ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია მოქალაქის კეთილდღეობაზე, უფრო გაძლიერდეს

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი გუნდის ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია მოქალაქის კეთილდღეობაზე, უფრო გაძლიერდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

„როგორც ერთი წლის წინ დავპირდი მარნეულელებს, რომ თითოეული ოჯახის წევრი გავხდებოდი, ამ მიდგომას გარდაბანში გავაგრძელებთ. 2012 წლის შემდეგ მარნეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, თითქმის ვასრულებთ საბაზისო ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს და ბევრი პრობლემა ბოლო წლებში მოგვარდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს პარლამენტში იყოს მარნეული-გარდაბნელების ხმა“, – განაცხადა დარგალმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა.