ზაურ დარგალი - მარნეულში არჩევნებს პირველივე ტურში ვიგებთ
ზაურ დარგალი - მარნეულში არჩევნებს პირველივე ტურში ვიგებთ

ქართველმა ხალხმა თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გააკეთა არჩევანი, გამოხატა თავისი ნება, მარნეულში არჩევნებს ვიგებთ პირველ ტურში, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი იყო ყველა პირობა რათა, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარებულიყო. როგორც დარგალი აცხადებს, მართალია, გუშინ ცაკლეული ინციდენტები დაფიქსირდა, მაგრამ, საერთო ჯამში, გარდაბანსა და მარნეულში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.

„გუშინ ქართველმა ხალხმა თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გააკეთა თავისი არჩევანი, გამოხატა თავისი ნება, რომ პროპორციული სიით და პირველ ტურში მაჟორიტარების ხმებით, სულ მცირე, 76 ხმით ანუ უმრავლესობით მოვიგეთ არჩევნები. მარნეულში არჩევნებს ვიგებთ პირველ ტურში და მინდა, მადლობა გადავუხადო მარნეულს და გარდაბნის ამომრჩეველს. ჩვენ ვიყავით ყველა ოჯახში, ვიყავით ყველა სოფელში. შექმნილი იყო ყველა პირობა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო კონკურენტულ გარემოში. გუშინ იყო სხვადასხვა პროვოკაცია და ინციდენტი, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ გარდაბანში და მარნეულში არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.
დაშინება, გაყალბება – ეს ყველაფერი იყო 2012 წლამდე, მას შემდეგ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ტარდება, – განაცხადა ზაურ დარგალმა.