ზაურ დარგალი - მარნეულში აქტიურად გრძელდება იმ პირთა „პისიარ“ კვლევა, ვისაც ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან
ზაურ დარგალი - მარნეულში აქტიურად გრძელდება იმ პირთა „პისიარ“ კვლევა, ვისაც ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან

მარნეულში აქტიურად გრძელდება იმ პირთა „პისიარ“ კვლევა, ვისაც ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

ამასთან, დარგალმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტიდან გუშინ აღებული 370 ტესტიდან კორონავირუსზე მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი მიიღეს და დანარჩენი ყველა უარყოფითია.

მერის შეფასებით, მარნეულში ზოგადად ეპიდემიოლოგიური კუთხით დადებითი დინამიკაა.

„ეს ერთიც არის სამედიცინო კლასტერიდან, რომლის ბოლო ფაქტებიც იყო მარნეულში და იმყოფებოდა მკაცრ თვითიზოლაციაში. ზოგადად გვაქვს დადებითი დინამიკა. დღეს მიმდინარეობს აქტიურად ეს პროცესი. ასევე, მოგახსენებთ, რომ ჩვენ აქტიურად გრძელდება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში, აქტიურად ვავრველებთ ინფორმაციას, ხმოვანი მანქანა დადის ყველა სოფელსა და ქალაქში. ასევე, აქტიურად გრძელდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის დახმარების გაცემა.

ბოლო დღეებში 1000-მდე ოჯახს გადავეცით სხვადასხვა პროდუქტი და ეს პროცესიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა დარგალმა.