ზაურ დარგალი - მარნეულში ახლად გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს
ზაურ დარგალი - მარნეულში ახლად გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, უკვე დაწყებულია რეგიონში ახალი ინფიცირებული პირის კონტაქტების მოკვლევა.

როგორც ზაურ დარგალმა განაცხადა, მარნეულში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერია. შესაბამისად, მერის განცხადებით, კონტაქტში მყოფ ყველა პირს ტესტირება ჩაუტარდება.

„დღეს მარნეულში „კოვიდ-19“-ის ერთი ფაქტი დადასტურდა. თქვენ იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა იყო ბოლო პერიოდში მარნეულში. მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს ახალი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მენეჯერს. ახლა მიდის კონტაქტების გამოვლენა და რამდენადაც ვიცი, ჩაუტარდება ანალიზი ყველა იმ პიროვნებას, სასწრაფოს ექიმებს, სოფლის ექიმებს და ყველას, ვინც დაკავშირებულია აღნიშნულ კონტაქტთან“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა.