ზაურ დარგალი - მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ზაურ დარგალი - მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს არც ერთ პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა საქართველოს პირველ არხთან საუბარისას განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიიდან ყველა გაგზავნილ ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

ზაურ დარგალის განცხადებით, სოფელ მარადისში, სადაც ინფიცირების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა, ყოველდღე, ყველა მოქალაქეს თერმოსკრინინგს უტარებენ. სოფლის ყველა ოჯახი კი, მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება. მერის ინფორმაციით, ასევე გრძელდება თერმოსკრინინგის მეორე ეტაპიც მთელ მუნიციპალიტეტში.

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ ექიმების განცხადებით, საეჭვო სიმპტომების მქონე ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სულ 11 პაციენტის ნიმუში იყო გაგზავნილი.

დატოვე კომენტარი