ზაურ დარგალი - მარნეულის ბაზარში ყველა რეგულაცია დაცულია
ზაურ დარგალი - მარნეულის ბაზარში ყველა რეგულაცია დაცულია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში გახსნილ ღია აგრარულ ბაზარში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა რეკომენდაცია დაცულია.

„დღეიდან მარნეულის ღია ტიპის აგრარული ბაზარი, რომელიც არის საბითუმო, გაიხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ცენტრალური შტაბის, გუბერნიისა და თვითმმართველობის ჩართულობით, დღეს აღნიშნულ ბაზარში ყველა რეგულაცია არის დაცული. თქვენ ხედავთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. თვითონ გაყიდვის პროცესში დაცულია შესაბამისი რეკომენდაციები, დისტანცია. ყველანი ჩართული ვართ, რათა ის რეკომენდაციები, რომლებიც მოდის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, იყოს დაცული 100 პროცენტით“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულში ღია აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა.