ზაურ დარგალი - ლაბორატორიულად შემოწმებული 49 პირიდან 44-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ხუთ პასუხს ველოდებით
ზაურ დარგალი - ლაბორატორიულად შემოწმებული 49 პირიდან 44-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ხუთ პასუხს ველოდებით

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, ლაბორატორიულად შემოწმებული 49 პირიდან 44-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც ზაურ დარგალმა განაცხადა, ქალაქში სკრინინგი ჩაუტარდა ასევე 13 ატას ადამიანს.

„ლაბორატორიულად შემოწმდა 49 ადამიანი. 44-ის პასუხი მოვიდა და უარყოფითია. ელოდებიან ხუთი პირის პასუხს. მარნეულში გრძელდება ასევე სკრინინგი, შემოწმდა 13 ათასი ადამიანი, საიდანაც ოთხს ჰქონდა ტემპერატურა. ორი იყო საეჭვო და მიმდინარეობს დაკვირვება. არ არის პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის პრობლემა. საველე ჰოსპიტალთან არ არის რიგები. ბოლო სამი დღეა, არ დაფიქსირებულა კარანტინის სივრციდან გასვლის მცდელობის ფაქტი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.