ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მარნეულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაკავება „ნაციონალური მოძრაობის“ უმძიმესი პროვოკაციის შედეგია
ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მარნეულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაკავება „ნაციონალური მოძრაობის“ უმძიმესი პროვოკაციის შედეგია

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ უმძიმესი პროვოკაციის შედეგად დაკავებულია ჩვენი ორი მხარდამჭერი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველა თანასწორია კანონის წინაშე, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, დღეს დაკავებულია თემურ შუბითიძის ძმა, რომელიც 29 სექტემბრის საღამოს პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

„რაც მოხდა მეორე დღეს, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ის ჩხუბი და ყველაფერი, რაც მოხდა ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე  ორი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს – გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს – დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი