ზარიას შედევრი ქუთაისში - ბათუმის „დინამომ“ სტუმრად „ტორპედო“ დაამარცხა [ვიდეო]
ზარიას შედევრი ქუთაისში - ბათუმის „დინამომ“ სტუმრად „ტორპედო“ დაამარცხა [ვიდეო]

ბათუმის „დინამომ“ სტუმრად ქუთაისის „ტორპედოსთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა დამაჯერებლად (3:0) მოიგო და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩში ბათუმელებმა მასპინძლების კარი პირველად მე-6 წუთზე აიღეს, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ პაატა ღუდუშაურის გოლი არ ჩაითვალა.

სტუმრებმა მაინც მიაღწიეს მიზანს. გიორგი ზარიამ 55-ე წუთზე ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიღო, გზად ყველა მეტოქეს გასცდა და, შესაძლოა, სეზონის საუკეთესო გოლის ავტორიც გახდა. ოთხ წუთში კი ზარია-ღუდუშაურის ეფექტური კომბინაცია ჯოვინო ფლამარიონმა დააგვირგვინა. 81-ე წუთზე თავად პაატა ღუდუშაურმა გაიტანა.

მესამე გოლის შემდეგ მოედანზე და ტრიბუნებზე ვითარება დაიძაბა, თამაში ორი წუთით შეჩერდა. საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა და ბათუმის „დინამომ“ 3:0 მოიგო, 59 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და „დინამო თბილისს“ უკვე 10 ქულით გადაასწრო. „ტორპედო“ (39) კი მე-6 ადგილზე დარჩა და წყალტუბოს „სამგურალის“ (42) დაწევის შესაძლებლობით ვერ ისარგებლა.