ზარიას, გადრანისა და ოდიშარიას გუნდები ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ #1TVSPORT
ზარიას, გადრანისა და ოდიშარიას გუნდები ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების გუნდებმა წარმატებით ითამაშეს.

ლაშა ოდიშარიას „რიგას ფუტბოლ სკოლა“ ესტონურ „ლევადიას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა, ისევე როგორც პირველ მატჩში, ტალინში. საპასუხო შეხვედრა დაძაბული გამოდგა. 68-ე წუთზე „ლევადიის“ კარი ლატვიელების სერბმა ნახევარმცველმა, სტეფან პანიჩმა აიღო. ლაშა ოდიშარია გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 81 წუთი ითამაშა.

შემდეგ ეტაპზე გავიდა ლუკა გადრანის და გიორგი ზარიას ალმატისკაირატი“, რომელიც გასვლაზე სლოვენიურ „ოლიმპიას“ 1:1 დაუზავდა, შინ კი 2:0 სძლია.

ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ზარიამ ითამაშა – ის მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. ლუკა გადრანი კი ტრავმის შემდეგ გუნდს ახლა დაუბრუნდა და სათადარიგოებში დარჩა.