ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ალმატის „კაირატი“ ყაზახეთის სუპერთასის გამარჯვებულია. ქართველი ლეგიონერების გუნდმა „აქტობე“ 2:0 დაამარცხა.
ტიტულისთვის ბრძოლაში „კაირატი“ ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობდა და მეტოქეს „ასტანა არენაზე“ დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ალმატელები 61-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, „აქტობეს“ ელდერ სანტანას (58) და ვალერი გრომიკოს (87) გოლებით დამაჯერებლად სძლიეს.
გამარჯვებულების ძირითად შემადგენლობაში იყო და 69 წუთი ითამაშა გიორგი ზარიამ. ლუკა გადრანი კი გასული წლიდან მოყოლებული ტრავმირებულია, ჯერ ისევ მკურნალობს და, სავარაუდოდ, მოედანზე დაბრუნებას მარტში შეძლებს.
სუპერთასი „კაირატის“ მე-17 ტიტულია დამოუკიდებელი ყაზახეთის ისტორიაში.