ზარანდიამ „ტობოლი“ დატოვა და ბელგიაში ბრუნდება
ზარანდიამ „ტობოლი“ დატოვა და ბელგიაში ბრუნდება

ლუკა ზარანდიამ კოსტანაისტობოლი“ დატოვა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია ყაზახური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდი გაავრცელა.

„გუნდის შემადგენლობაში ქართველ შემტევ ნახევარმცველს საიჯარო ვადა დაუსრულდა. კოსტანაის კლუბის ფორმით ლუკა ზარანდიამ ორი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო თამაშში გოლის ავტორი გახდა. საფეხბურთო კლუბი „ტობოლი“ მადლობას უხდის ლუკას თანამშრომლობისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს“, – წერია „ტობოლის“ განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ „ტობოლში“ 24 წლის ქართველი შემტევი ზამთარში გადავიდა – მისი ტრანსფერი ბელგიურ „ზულტე ვარეგემს“ ეკუთვნის, სადაც ქართველი მოთამაშე დაბრუნდება.