ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კრაკოვის „ვისლასთან“ დუბლი შეასრულა.
ექსტრაკლასას მე-16 ტურში ქართველის გუნდმა, „არკამ“ პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბს, „ვილას“ გდინიაში უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
ამაში დიდი როლი 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა. ლუკა „არკას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე გუნდი 2:1 დაააწინაურა. 89-ე წუთზე კი კრაკოველთა კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „არკამ“ მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და სამეულში დაწინაურების შანსი წაართვა.
ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ზარანდია ამ 12 შეხვედრის შემდეგ პოლონეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე ოთხჯერ მოხვდა.