ზაქირ ჰასანოვი – აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა

13:48, 02.10.2026

აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაქირ ჰასანოვმა, ქალაქ შუშაში, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზაქირ ჰასანოვმა ხაზი გაუსვა, რომ სამ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. აზერბაიჯანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამყაროში, სადაც პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება და სხვადასხვა სირთულე წარმოიქმნება, სახელმწიფოებს შორის კოორდინაციასა და ურთიერთქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის განვითარების დინამიკით და ვაპირებთ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაფართოოთ და გავაღრმაოთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.

შუშაში გამართულ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-13 სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა აზრები გაცვალეს სამ ქვეყანას შორის ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, მიღწეულ შედეგებზე, რეგიონში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებსა და სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე.

მსგავსი