ზაქარია ქუცნაშვილისა და ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა
ზაქარია ქუცნაშვილისა და ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლებმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე პროკურატურას რამდენინე საქმით დაინტერესებას სთხოვენ.

როგორც ჟურნალისტებს მახარე სისაურმა განუცხადა, საქმე ეხება თიანეთი-ჟინვალის გზაზე ავტომობილის დაწვის ფაქტს და თიანეთში არსებულ კორუფციულ გარიგებებს. როგორც ის ამბობს, ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები აქვს, რაც მათ არაკანონიერ ქმედებებს და ავტომობილის დაწვის საქმეს უკავშირდება.

როგორც სისაური ამბობს, ქუცნაშვილი თიანეთთან დაკავშირებულ ტენდერებში აქტიურად ერეევა. გასული წლის ოქტომბერში ავტომობილი, რომლითაც თიანეთიდან თბილისის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე გადაადგილდებოდნენ, მთლიანად დაიწვა.