ზაქარია ქუცნაშვილი – პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვა ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა, ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს

14:55, 05.12.2018

პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვა ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა, ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, ინაუგურაციის თელავში გამართვის მიზეზი გემოვნებაა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„საორგანიზაციო ჯგუფმა რატომ მიიღო გააწყვეტილება თელავის, ისტორიული ქალაქის სასარგებლოდ, არ ვიცი, მაგრამ საქართელოს ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობა. ყველასთვის პატივი იქნებოდა და ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

მსგავსი