ზაქარია ქუცნაშვილი - მჭირდება კითხვებზე პასუხი, რომ მარიხუანაზე გადაწყვეტილების მიღებისას ვიყო თავისუფალი და თამამი 
ზაქარია ქუცნაშვილი - მჭირდება კითხვებზე პასუხი, რომ მარიხუანაზე გადაწყვეტილების მიღებისას ვიყო თავისუფალი და თამამი 

მჭირდება კითხვებზე პასუხი, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებისას ვიყო თავისუფლი და თამამი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა მარიხუანასთან დაკავშირებით შსს-ს ინიციატივაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილი განაცხადა, აქვს ოთხი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემის შემდეგ იქნება მისი პოზიცია ცნობილი.

„შეიძლება თუ არა ქვეყანა გახდეს სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისათვის მარიხუანას ექსპორტიორი, ამ კითხვაზე დადებით პასუხს გავცემდი, თუ ოთხივე მიმართულებით იქნებოდა დასაბუთებული პასუხები. ეს ოთხი მიმართულებაა, საკითხის მორალური მხარე. მეორე, საკითხის კრიმინალური მხარე, ანუ გაზრდის თუ არა ეს რისკებს საზოგადოებაში ნარკოტიკების უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებით. მესამე საკითხი, სამედიცინო მხარე, ანუ ექიმებმა უნდა ბრძანონ, შეიძლება თუ არა კანაფის გამოყენება სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით. მეოთხე ეკონომიკური მხარე, ანუ ეს საქმე არის თუ არა იმდენად მომგებიანი, რომ სახელმწიფოს უღირდეს ამ ტიპის საქმის წარმოება. ამ ოთხ კითხვაზე პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩემი პოზიცია. ეს ოთხივე ასპექტი აქტუალურია. ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და ვსვამთ ლოგიკურ კითხვებს. მე მჭირდება ამ კითხვებზე პასუხი, რომ გადაწყვეტილებისას ვიყო თავისუფლი და თამამი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.