ზაქარია ქუცნაშვილი - მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე მთავრობის ფორმირების საკითხზე ვიმსჯელებთ 
ზაქარია ქუცნაშვილი - მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე მთავრობის ფორმირების საკითხზე ვიმსჯელებთ 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე საუბარი იქნება მთავრობის ფორმირებაზე.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, მცირე მთავრობის იდეის წარმოჩინებისას ერთი სამართლებრივი ბარიერია დასაძლევი.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს. შემდეგ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუ რომელი სამინისტროს შერწყმა იგეგმება და მხოლოდ ამის შემდეგ, ამას შეიძლება მოჰყვეს საკადრო ცვლილება. ასე რომ, დღეს არ იქნება სტრუქტურულ ცვლილებაზე საუბარი, დღეს იქნება არსებული მთავრობის შემადგენლობაში ყველა კანდიდატის წარმოდგენაზე, ხოლო შემდეგი ეტაპის საქმე იქნება, თუ რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება და აქედან გამომდინარე, რომელი მინისტრი მოჰყვება სეკვესტრში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.