ზაქარია ქუცნაშვილი - გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს ვინმეს ფული სჭირდებოდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მისი სახელით ვინმე სპეკულირებდეს
ზაქარია ქუცნაშვილი - გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს ვინმეს ფული სჭირდებოდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მისი სახელით ვინმე სპეკულირებდეს

გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს ვინმეს ფული სჭირდებოდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მისი სახელით ვინმე სპეკულირებდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება, რათა კითხვებს პასუხები გაეცეს. ზაქარია ქუცნაშვილი ფულის გამოძალვის საქმეში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას გამორიცხავს.

„მე გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვინმეს ფული დასჭირდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილის სახელით ვინმე სპეკულირებდეს. ამიტომ ვფიქრობ, ამ შეკითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. მე რაც ვიცნობ ამ პიროვნებას, მთელი ცხოვრება სხვას აძლევს ფულს და წარმოუდგენელი იქნება, ბიძინა ივანიშვილმა აქეთ მოსთხოვოს ვინმეს ფული, ეს წარმოუდგენელია, თუმცა წარმოუდგენელი არ არის და დასაშვებია, ვიღაც სხვამ ისპეკულიროს მისი სახელით“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.