ზაქარია ქუცნაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ბრძოლაშია შესული, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე და უწევს საუბარი იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია
ზაქარია ქუცნაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ბრძოლაშია შესული, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე და უწევს საუბარი იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბრძოლაშია შესული, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მას იმ ფაქტებზე საუბარი უწევს, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

საქართველოს პირველი არხთან საუბარში ზაქარია ქუცნაშვილი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და ზვიად კვაჭანტირაძის წასვლას ეხებოდა.

ქუცნაშვილის თქმით, ივანიშვილის გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ცდილობს, საზოგადოებას აუხსნას მიღებული გადაწყვეტილების პოლიტიკური შინაარსი.

„კერძოდ, რა პოლიტიკურ შინაარსზე იყო დამყარებული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, ბევრი ფაქტი, რაც კულისებში იმალებოდა, სამსჯავროზე გამოიტანა. ბრძოლაშია შესული, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მას იმ ფაქტებზე საუბარი უწევს, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ეს ფაქტები მე ვიცი, მაგრამ ამ ფაქტებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საფუძველი რაც დასახელდა, რეალური არ არის და ამას ღია კარის მტვრევას უწოდებს. ჯერ იმას არ ამბობს, რაც მიაჩნია რეალურ მიზეზად. თავს უფლებას არ მივცემ, ბიძინა ივანიშვილისა და ყოფილი თანაგუნდელების ურთიერთობაში ჩავერიო, რადგან ეს არავის უთხოვია და სჯობს, მომხდარის თაობაზე თავად ისაუბრონ.

სასამართლოსთან დაკავშირებით ისეთი კანონპროექტი მომზადდა, როგორიც არასდროს არ ყოფილა, ისეთი კრიტერიუმები შემოვიღეთ, რითაც არ ირჩევდნენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ამ ნაწილში საფუძველი გამოცლილია“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.